00:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 15:56:25, 795 ნახვა

რეგიონი
აჭარაში აწჰეს-ის ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ენერგო-პრო ჯორჯიამ" აჭარაში აჭარის წყლის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება წარმატებით დაასრულა.

ჩატარებული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ, „ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბორცვაძემ და „ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ რეგიონალური სამსახურის დირექტორმა კახა ქიტესაშვილმა მოინახულეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 16 მგვტ-დან 18,4 მგვტ-მდე. რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყო 2014 წლის მიწურულს და დასრულდა მიმდინარე წლის მარტში. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 12 მლნ. ლარამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულიად შეიცვალა ტურბინა და გენერატორი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვისა და მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე, თანამედროვე ციფრული სარელეო დაცვები, განხორციელდა ჰიდროაგრეგატის დეტალებისა და კვანძების რეკონსტრუქცია.

„აწჰესზე განხორციელებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან განხორციელებულმა პროექტმა მოგვცა საშუალება რეალურად გაგვეზარდა ჰესის დადგმული სიმძლავრე და რაც მთავარია, წლიური საპროექტო გამომუშავება, რაც თავის მხვრივ ხელს უწყობს ენერგოქსელში დამატებითი სიმძლავრეების მიწოდებას. დამატებით გამომუშავებული ელექტროენერგია კი ჩაანაცვლებს იმპორტირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის გარკვეულ ნაწილს", - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰიდროენერგო დეპარტამენტის ექსპლუატაციის, პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსმა ლევან საჩალელმა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აწჰეს-ი აჭარის რეგიონში ჰიდროელექტროსადგურის წარმატებული მუშაობის მაგალითი.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics