21:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 20:42:26, 966 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: პარლამენტს საყდრისთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე აღარ უმსჯელია

„პარლამენტს, საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნაზე აღარ უმსჯელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა. 
თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული კომისიის შეკრებასთან დაკავშირებით მსჯელობა ისევ გაგრძელდება.

„საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნაზე პარლამენტს აღარ უმსჯელია, მაგრამ კომისიის შეკრებასთან დაკავშირებით მსჯელობა რა თქმა უნდა გაგრძელდება“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ. 

აქვე, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ამ საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

„ამის შესახებ პარლამენტში გადაწყვეტილება მიღებულია. ამ საკითხს კი, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება ალბათ დავუბრუნდებით“, – აღნიშნა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics