17:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 10:52:42, 583 ნახვა

ეკონომიკა
ხადური ბიუჯეტის კორექტირების შედეგად შემცირებულ ხარჯებს არ აკონკრეტებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიუჯეტის კორექტირების შედეგად შემცირებულ ხარჯებს არ აკონკრეტებს.

მისივე თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში  მთავრობის წევრებთან  დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს  გაივლიან.

„ჩვენ ვმუშაობდით წინა დღეებში, ვიმუშავებთ შაბათ–კვირასაც, რათა მომავალი კვირის დასაწყისში უკვე მთავრობის ყველა წევრთან ერთად გავიაროთ თოთოეული სამინისტროს დაფინანსება, მას შემდეგ, რაც პროექტი მზად იქნება“,-განაცხადა ხადურმა. 

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მთავრობის მიერ აღებული ყველა სოციალური ვალდებულება შესრულდება. 

ამასთან, ხადურის  განცხადებით, მთავრობამ უკვე გადახედა მიმდინარე და მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics