01:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 15:57:08, 582 ნახვა

ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბარტი: საქარველოს ეკონომიკური ზრდის პოზიცია რთულია, მაგრამ არა დაუძლეველი

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიცია რთულია, მაგრამ არა დაუძლეველი.ზოგადად რეგიონისთვის რთული ვითარებაა და არა მხოლოდ საქართველოსთვის“, –  ამის შესახებ EBRD –ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ჟურნასლიებს საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი აქვს.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკან ერთად ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას შეძლებს.  

„ქვეყნის ეკონომიკური პოზიცია რთულია, მაგრამ არა დაუძლეველი. ძალიან რთული ვირებაა რეგიონში და არა მხოლოდ საქართველოში. მაგრამ, საქარველო უკეთ უმკლავდება ამ სირულეებს ვიდრე სხვა ქვეყნები.  ის რაც მოხდა რეგიონში, რაც ხდება რუსეთში, ამან ეკონომიკური ზრდა შეამცირა. თუმცა, საქართველოში  ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი ძლიერია, ამიტომ EBRD –ის  საინვესტიციო მოცულობა საკმაოდ მსხვილია, რადგან ჩვენ პოტენციალს ვხედავთ. იმედი მაქვს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად  ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას შეძლებს და ზრდა კვლავინდებურად მაღალი იქნება. ის, რომ ჩვენმა საინვესიციო მოცულობამ საქართველოსთან მიმართებაში 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს“, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ.

რაც შეეხება EBRD –ის   პროგნოზს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით, ჩაკრაბარტის  განცხადებით,  EBRD  ანგარიშს კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც რეგიონში არსებული ვითარება სრულად იქნება მიმოხილული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics