|
2017-04-12 16:56:04, 679 ნახვა
რეგიონი
ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ და ვლადიმერ პუტინმა უკვე მიულოცეს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ანატოლი ბიბილოვს საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მიულოცეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხაჯიმბამ გამოთქვა სურვილი, რომ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს. "აფხაზეთის მოსახლეობა დიდ სითბოს ავლენს ოსეთის რესპუბლიკის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ნაყოფიერად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფოები წინ წავიდნენ და მოსახლეობამ თავი კარგად იგრძნოს, მათ შორის შევძლებთ სხვადასხვა სფეროების განვითარებას. აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენი ქვეყნების რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროებშიც", - ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებაში. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მან ოკუპირებული ცხინვალის ახლადარჩეულ ე.წ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და დასძინა, რომ რუსეთი მომავალშიც დაეხმარება სამხრეთ ოსეთს თავდაცვის სფეროში. "გილოცავთ ამ წარმატებას და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარწმუნებელ გამარჯვებას. სიამოვნებით აღვნიშნავ, რუსულ-სამხრეთ ოსურ ტრადიციულ მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ინაუგურაციის შემდეგ, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პრინციპებზე, კიდევ უფრო გაუმჯობესდება და განვითარდება", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში. ცნობისთვის, დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ. შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. "არჩევნების" გარდა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ რეფერენდუმიც ჩატარდა, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)