11:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 11:58:39, 835 ნახვა

სამხედრო
43-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და აშშ-ს არმიის ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდის" მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია მილერი დახვდნენ.

ქართველი სამხედროები აშშ-ის არმიის სარდლობის დაქვემდებარებაში "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, როტაციის წესით, V ქვეითი ბრიგადის 51-ბატალიონს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოგვიანებით გაიმართება.

43-ე ბატალიონთან ერთად სამშვიდობო მისიაში პირველად ჩაერთვება ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics