07:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 10:44:56, 462 ნახვა

სამართალი
თაღლითობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და თაღლითობაში ამხილეს საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე ბადრი მენოგნიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბადრი მენოგნიშვილი, 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ აუქციონზე გაამარჯვებინებდა და საგარეჯოში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 7097 კვ.მ მიწის ფართს შეასყიდებდა მასზე განთავსებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობით.

სამართალდამცავებმა ბადრი მენოგნიშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქისგან 10 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics