03:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 19:17:47, 540 ნახვა

სამართალი
გიორგი უდესიანი: ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს

გიორგი უდესიანმა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

უდესიანი მის მიმართ არსებულ ბრალდებებს "სიბინძურეს" უწოდებს

ამასთან გიორგი უდესიანს სამართლიანი გამოძიების იმედი აქვს.

„მე ოჯახის წევრების კომენტარებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. რაღაც ჯგუფი ალბათ იქ არის, ვინც ამ შავბნელ პიარს აგორებს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდაცავი ორგანოები, არსბეობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც მე იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს“, - განუცხადა უდესიანმა „რუსთავი 2“-ს.

შეგახსენებთ, მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ახლობლები და ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics