00:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 10:09:22, 545 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური აგენტი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტო”-ს მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ნავერიანი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭების და სახელმწიფო შემწეობის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. ლევან ნავერიანმა მოქალაქე ასევე დაარწმუნა, რომ მის ქონებრივ სტატუსს სოციალური აგენტი არ შეამოწმებდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით ყოველწლიურად მოითხოვა ერთი თვის შემწეობის თანხა 350 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 200 ლარი 2014 წლის ნოემბერში, ხოლო 150 ლარი 2015 წლის მარტში გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics