13:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 11:27:08, 4081 ნახვა

საზოგადოება კულტურა
პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მუსიკოსი ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტს დაესწრო.

ქეთი მელუამ და გორის კამერულმა გუნდმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული კომპოზიციები შეასრულეს.

კონცერტის შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადასცა.

ქართველ მომღერალს ღირსების ორდენი საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics