2016-11-24 12:21:00, 1184 ნახვა
კომენტარი სამხედრო
იზორია: საბრძოლო მომზადებისთვის საკმარისი თანხმები არ არის მიმართული
„საბრძოლო მომზადებისთვის საკმარისი თანხმები არ არის მიმართული და ეს უწყების ერთ-ერთი გამოწვევაა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით თანხების მობილიზება უნდა მოხდეს.
„თანხების მობილიზება უნდა მოხდეს იმისთვის, რასაც ჰქვია წვრთნების, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების კომპონენტი, პერსონალი და აღჭურვილობა. ეს კომპონენტები იმ სტანდარტების უნდა იყოს, რასაც ნატო ითხოვს. ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიროტეტი იქნება“, - განაცხადა იზორიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან