15:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 15:30:44, 1785 ნახვა

სამართალი კომენტარი
საქართველოში გოგოების ე.წ. წინდაცვეთა შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

საქართველოში გოგოების ე.წ. წინდაცვეთა შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრობიას კანდიდატმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ  თემაზე საკონმდებლო ორგანოსთან ერთად იმუშავებს:

 „ბოლო 4 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნაბიჯი, მათ შორის საკანონმდებლო, გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად, იქნებოდა ეს ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი, ქუჩაში მცხოვრები, ან მომუშავე ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების რეფორმა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციით, რომლის ხელმოწერის პატივიც მე მქონდა 2 წლის წინ, მაგრამ რატიფიკაცია უკვე იმედი მაქვს, ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენეტალიების დამახინჯებას, იქნება ცალკე მუხლი, თუ კი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ ე.წ. გოგოების წინა დაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში, არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგოები ასე სახიჩრდებიან. გვინდა საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი 2, თუ 3 სოფელში რაც არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას, მათ შორის ამ გზით“, - განმარტა  თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics