10:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:51:36, 347 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ ალექსანდრ ვერშბოუსგან წერილი მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან წერილი მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძისადმი გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში, ელჩი ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში ვიზიტს აფასებს.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ 2015 წლისთვის დასახული პრიორიტეტების შესრულებას“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის სამხედრო ბაზის შესაძლებლობებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაზიანის პოლიგონისა და საწვრთნელი ცენტრის მონახულებამ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი. მიმაჩნია, რომ ვაზიანი ძლიერი კანდიდატია ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის განსათავსებლად.”

ალექსანდერ ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას ქართული მხარე ნატოს ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში მიიღებს.

წერილის დასასრულს, ალექსანდერ ვერშბოუ წარმატებას უსურვებს ქართულ მხარეს და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 28-31 იანვარს იმყოფებოდა. ალექსანდერ ვერშბოუ თავდაცვის მინისტრს შეხვდა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში, მან ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურაც მოინახულა და პოლიგონის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics