13:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 20:05:30, 1272 ნახვა

სპორტი
ნოდარ ხადურის აზრით, პანიკა ეკონომიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეფასებით, პანიკა  ეკონომიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს.
როგორც ხადურმა  პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, ყველა მოწადინებული უნდა იყოს, რომ საზოგადოებას არსებულ ვითარებაზე რეალური ინფორმაცია მიაწოდოს.
"ეკონომიკაში,  ისევე როგორც ბევრ სფეროში, ადამიანის საქმიანობის მოლოდინებს აქვს დიდი ზეგავლენა.  მათ შორის თეორიებია,  რაშიც ხალხს ნობელის პრემია აქვს აღებული- როგორ ზეგავლენას ახდენს მოლოდინები ეკონომიკურ ქცევაზე.
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და როდესაც ვიღაცა სცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, აჩვენოს, რომ ყველაფერი ცუდადაა, ცხადია რომ ადამიანთა ნაწილი, რომელსაც არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია შესაძლოა მათი ქცევები შეიცვალოს და ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ამოცანაა ყველასი ერთად, რელაური ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს. პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო ძაბავს ამ პროცესს და კიდევ უფრო გაურკვევლობაში ამყოფებს განსაკუთრებით ბიზნესს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics