22:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 16:37:35, 754 ნახვა

რეგიონი
Biaff-ის საკონკურსო პროგრამა და ჟიური ცნობილია

ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალის BIAFF საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კინოფესტივალზე, რომელიც 18-25 სექტემბერს ბათუმში მეთერთმეტედ გაიმართება 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი.  

მათივე ინფორმაციით, ფილმები სამ სექციაში იქნება ნაჩვენები (მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი) და თითოეულ სექციას 5-5 კაციანი ჟიურის შემადგენლობა შეაფასებს.

საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე მხატვრული ფილმები „სიკვდილი სარაევოში“ და სიყვარულის შეერთებული შტატები“, ასევე ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი «უღმერთო“. დოკუმენტური ფილმებიდან აღსაღნიშნავია ორჰან ფამუქის თემატიკაზე გადაღებული ფილმი „მოგონებათა უმანკოება“, ავღანეთში გადაღებული ფილმი „განათლებული მიწა“ და ბათუმში გადაღებული ფილმი „ლტოლვილი გემი „ენგური“.  რეჟისორებს შორის არიან რებეკა ლენკიევიჩი - 2015 წლის ოსკაროსანი ფილმის „იდას“ სცენარისტი, მარინა რაზბეშკინა - ცნობილი დოკუმენტალისტი და რუსეთში დოკუმენტური კინოსკოლის დირექტორი, ასევე ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი იულია სინკევიჩი.

კინოფესტივალ BIAFF-ის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია. ფესტივალი ბათუმში 2016 წლიდან იმართება და ის ნამდვილი დღესასწაულია კინომოყვარულთათვის.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე http://www.biaff.org.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics