17:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:03:08, 715 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცა, მათ მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კურსდამთავრებულებს სიტყვით ასევე მიმართა შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ.

რიგით მეცხრე სამეთაურო-საშტაბო კურსი 18 სასწავლო კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 31-მა სერჟანტმა, მათ შორის 4-მა ქალბატონმა მიიღო. ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაეუფლნენ; გაიღრმავეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ლექცია-სემინარებიც მოისმინეს.

ღონისძიების დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსის გამოშვების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სერჟანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics