01:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-13 16:30:36, 504 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ილიაუნი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე - არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რეალურად, ეს ყველაფერი ეძღვნება იმას, რომ პოლიტიკური, ერთპარტიული კონტროლი დაწესდეს მთლიანად პროფესორებზე, პროგრამებსა და წიგნებზე.

„არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! ეს ხომ არის პირდაპირი ნიშანი, რომ ცალ-ცალკე ეხებიან სხვადასხვა დარგს, სექტორს. სხვას გონია, რომ მე გადავრჩი, რა კარგია, შეიძლება გავჩუმდეო, მაგრამ... როგორ მოქმედებდა საბჭოთა სისტემა? პირდაპირ ეს არის: როდესაც აკაკუნებდნენ ვიღაცის კარებთან, მაშინ მეზობელი ფიქრობდა, მე გადავრჩიო და ჩუმად იყო, შემდეგ მას მიადგნენ. ეს არის რაც ვრცელდება დღეს უნივერსიტეტებზე. ხვალ რომელიმე დარგზე [გავრცელდება], ბაზრობაზე, მარკეტებზე, ექიმებზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics