02:45 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-24 10:45:08, 740 ნახვა

პოლიტიკა
ავთანდილ თალაკვაძემ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, რესტორნის ჯებირის მშენებლობისთვის 150 000 ლარი გურიის სტიქიის ფონდიდან ჩაურიცხა

ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ილია კეჭაყმაძეს რესტორნის ჯებირის მშენებლობისთვის 150 000 ლარი გურიის სტიქიის ფონდიდან ჩაურიცხა - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მისი ძმის, არჩილ თალაკვაძის მითითებით, ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ილია კეჭაყმაძეს რესტორნის სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოუყო.

 გამოცემა წერს, რომ მშენებლობა გურიაში შარშან მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, თუმცა მაშინ რესტორანი არ ფუნქციონირებდა და ძველი შენობა ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მოგვიანებით შეისყიდა. ადგილობრივი გამოცემის წყაროს ცნობით, ჯებირს, რომლის აღდგენაც ოზურგეთის ბიუჯეტს 150 ათასი ლარი დაუჯდა, სტიქიის კვალი არ ეტყობოდა და ის რესტორნის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე თავად დაშალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics