01:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 10:35:57, 6502 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვზე დრონებით იერიში განხორციელდა

მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, ისმოდა აფეთქებების ხმა  - სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით შეტევა 15 დეკემბრის ღამეს მოხდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებების ხმა მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში ისმოდა. 

დრონებით თავდასხმის გამო დროებით შეჩერებული იყო დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა. სობიანინის განცხადებით, საგანგებო სამსახურების სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილებზე მუშაობენ.

არსებული ინფორმაციის თანახმად, შეტევა მოსკოვზე 14 დეკემბრის საღამოდან გრძელდება. მანამდე აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შესახებ მოსკოვის ოლქის ქალაქ კაშირის მცხოვრებლებიც ავრცელებდნენ ცნობებს.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 130 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 25 - მოსკოვის რეგიონის თავზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics