03:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 14:39:48, 913 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ტერორისტებმა 12 მოქალაქე გაიტაცეს, 3 კი, მოკლეს

„ჯებჰატ ან-ნუსრას“ ტერორისტებმა სირიის პროვინცია ჰამადში 12 მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს, - ამის შეხაებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ტერორისტებმა მოქალაქეები ეროვნული შერიგების პროცესში მონაწილეობისთვის გაიტაცეს. მათივე ინფორმაციით, ბოევიკებმა დასახლებული პუნქტი ფუა დაბომბეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტერორისტებმა მოსახლეობა პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებებიდან: აბუ-აჯავიდან, ალ-შიხიდან, სურუჯიდან და ტელ-ხალავიდან გაიტაცეს.

მედია საშუალების ცნობით, „ჯებჰატ ან-ნუსრას“ ტერორისტებმა იდლიბის პროვინციაში დასახლებული პუნქტი ფუას დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 3 კი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე წლის 27 თევერვალს მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ზავი „ისლამური სახელმწიფოს“, „ჯებჰატ ან-ნუსრას“ დაჯგუფებებზე არ ვრცელდება. ცნობისთვის, ეს დაჯგუფებები გაეროს უშიშროების საბჭომ ყველაზე საშიშ ტერორისტებად დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics