09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 13:09:07, 742 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ამბობს, რომ არ უნახავს BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტი, რომელსაც აკრიტიკებს

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებს და "საძაგლობას" უწოდებს BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს, ამბობს, რომ სიუჟეტი არ უნახავს.

"[სუს-ის გამოძიებით] გაეცა პასუხი იმ საძაგლობას, რაც ჩვენ მოვისმინეთ BBC-სგან, რომელ საძაგლობასაც აყვნენ ქართველი მოღალატეები, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოვიყენეთ... ეს არის ზუსტად გებელსისეული პროპაგანდა", - ამბობს ის. 

ჟურნალისტებთან საუბრისას მან სუს-ის გამოძებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, გამოიძიონ შემდეგი - "ვინ მოიფიქრა ეს ტყუილი, რატომ მოიფიქრა, ვინ უწყობდა ხელს ამას, ვინ თანამშრომლობდა საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმეში".

კითხვაზე, რა ნივთიერება გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს პროტესტის მონაწილეების დასაშლელად 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის გამოძიება ახსენა, რომელიც მხოლოდ 4-5 დეკემბერს გამოყენებულ ნივთიერებებზე მიუთითებს.

6 ნოემბერს სუს-მა განაცხადა, რომ ამ BBC-ის მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დასრულდა - კერძოდ, თქვა, რომ 4-5 დეკემბრის პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენეს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, იგივე ცრემლსადენი გაზი, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ,  რა ნივთიერება გამოიყენეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით.

"როცა გამოიყენეს, რა გამოიყენეს, ეგ გითხრეს, საბოლოო ჯამში. რაც იქნა გამოყენებული, ამაზე იყო საუბარი. თუკი რაიმე საშუალება იყო გამოყენებული, ყველაფერი იყო ნათქვამი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics