22:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-21 19:41:23, 1203 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი "ინტელექტიადა“ გაიმართა - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ინტელექტუალური ჩემპიონატის - “ინტელექტიადას” მხარდამჭერია. პროექტი ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით ქუთაისში იმართება.

წელს, შემოდგომის სეზონის ფარგლებში, ჩემპიონატში მონაწილეობა იმერეთის საჯარო და კერძო სკოლის III-XII კლასის 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

მონაწილეები ოთხი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გუნდებად დაიყვნენ და ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ზოგადი განათლების კითხვებზე პასუხის გაცემაში ეჯიბრებოდნენ.

ინტელექტუალური ჩემპიონატიინტელექტიადაწელიწადში ორჯერ იმართება და მიზნ ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ზოგადი განათლების ხელშეწყობას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics