20:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 11:21:20, 1832 ნახვა

მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - აშშ-რუსეთის სამიტი პროდუქტიული იყო

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს განხილული იყო ბევრი საკითხი და ბევრზე შეთანხმება იყო მიღწეული, ზოგიერთი კი ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

ამის შესახებ კირილ დმიტრიევმა ანკორიჯში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტი იყო პროდუქტიული. ამერიკულმა მხარემ რუსული მხარე ძალიან კარგად მიიღო. განვიხილეთ ბევრი საკითხი და ბევრზე შევთანხმდით. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა აშშ-ისა და რუსეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს. ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად“, – თქვა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევმა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics