14:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-21 10:25:11, 3711 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში, ანტიკორუფციული ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროზე „რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.

მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ დეტექტივებს ბრალი ედებათ ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებში და ა.შ.

ერთ-ერთი დეტექტივი ასევე ეჭვმიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა 80 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics