12:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 19:52:48, 1179 ნახვა

სამართალი
The Guardian - გიორგი ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს

ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა. ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციითვე, ბაჩიაშვილს უფლება მისცეს ოჯახისთვის დარეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა. 

რობერტ ამსტერდამმა, ბაჩიაშვილის ადვოკატმა განაცხადა: „მისი დაპატიმრება სრულიად მოულოდნელი იყო. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი და, როგორც ჩანს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და შემდეგ მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს".

დღეს დილით, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი  წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics