02:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 15:04:03, 1142 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონს დაარტყა

რუსეთმა აშშ-თან შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია და ხერსონის ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს დილით რუსეთმა დაარტყა ხერსონის ენერგეტიკულ ობიექტს, რის შედეგადაც 45 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ერ-რიადის შემდეგ აშშ-თან ერთ-ერთი შეთანხმება იყო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება. ამავე დროს რუსეთი განაგრძობს ამ შეთანხმების დარღვევას. უკვე დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები ხერსონში, ხარკოვსა და პოლტავის ოლქებში. დღეს დილით კი მორიგმა რუსულმა დარტყმამ დააზიანა ენერგეტიკული ობიექტი ხერსონში, რის შედეგადაც 45 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – განაცხადა სიბიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics