15:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 18:51:18, 1175 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების დაპაუზებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია

აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების დაპაუზებას კურსკის ოლქში ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამას კავშირი არ ჰქონია. არასწორად არ გამიგოთ, მორალი ყოველთვის არის დამოკიდებული იმაზე, დგანან თუ არა თქვენი პარტნიორები თქვენს გვერდით, მაგრამ, ვერ ვიტყოდი, რომ პაუზამ კურსკის ოპერაციაზე გავლენა მოახდინა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს ენდობა, მაშინაც კი, როდესაც ამერიკული დაზვერვა პუტინის სიტყვებთან წინააღმდეგობაში მოდის.

„მიმაჩნია, რომ რუსეთმა თეთრი სახლის გუნდის ზოგიერთ წევრზე ინფორმაციის მეშვეობით გავლენის მოხდენა მოახერხა. ამერიკელებისთვის მათი სიგნალი იყო, რომ უკრაინელებს ომის დასრულება არ სურდათ და რაღაც უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics