11:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 18:25:47, 1097 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს - დაშავდნენ ბავშვები

რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.

სუმის მერის, არტემ კობზარის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხის ცნობით, რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლა, საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

„მტერმა სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე განახორციელა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ახლა მათი ევაკუაცია მიმდინარეობს, ყველა ცოცხალია“, - წერს ვლადიმერ არტიუხი „ტელეგრამის“ არხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics