12:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 12:49:56, 739 ნახვა

ომი უკრაინაში
მოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს

მოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

„კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, კიევის გადაწყვეტილების „მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია“.

„რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს, მარიონეტულ კიევის რეჟიმს, ისევე როგორც ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics