15:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 12:48:28, 704 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია - რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის

პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს.

„დღეს პუტინმა შეგნებულად აირჩია შობა თავდასხმისთვის. რა შეიძლება იყოს უფრო არაადამიანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ. რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics