02:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 09:02:27, 480 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინის ჯარისკაცებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება

რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინის ჯარისკაცებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ ყველა მებრძოლს, ვინც დრონების დარტყმების ეფექტურობას უზრუნველყოფს, მადლობა გადაუხადა.

"შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა, როგორც ფრონტის ხაზზე მოქმედი დრონები, ასევე ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი მებრძოლებისთვის. მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სპეციალური ოპერაციების ძალების. რუსებს აღარ შეუძლიათ, დამალონ თავიანთი სამხედრო საწყობები, აეროდრომები და სამხედრო საწარმოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ძალისხმევა, ვინც ანადგურებს რუსულ ტექნიკას ფრონტის ხაზზე. კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურმა დანაყოფებმა უკვე გაანადგურეს 1 300-ზე მეტი რუსული ტანკი", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics