16:05 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-02 11:47:51, 1037 ნახვა

სპორტი
UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა - მათ შორის არის საქართველოც

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

24 ქვეყნიდან, რომლებიც EURO 2024-ზე ასპარეზობდნენ, 21 დაჯარიმდა, მხოლოდ საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი არ მოხვდნენ დაჯარიმებულთა სიაში.

საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი (32 200 აშშ დოლარი) დააჯარიმა, თურქეთი - 25 000 ევროთი (26 900 აშშ დოლარი).

რაც შეეხება მასპინძელ გერმანიას, ის ორჯერ დაჯარიმდა, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო, რაც ეხებოდა მოედანზე გულშემატკივრების შესვლას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics