15:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-06 11:00:56, 874 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან და ე.წ. გამყოფი ხაზისპირა სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში დაიგება 1 795 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრეები, გზის გადამკვეთები და ეზოში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაციას, რომელზეც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, შპს „იბოლია“ ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. 

ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics