18:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 13:20:05, 798 ნახვა

რეგიონი
სოფელ ხოვლეში სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

"პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარეთან შოთა ბეგლარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი მჭედლიშვილთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თამაზ ხუციშვილთან ერთად გაეცნო. 

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარე განათება. 

სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics