14:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 09:39:12, 1532 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის კოდექსი არეგულირებს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქმნის სოციალურ გარანტიებს - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს შექმნის.

„წელიწადნახევრის განმავლობაში უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება 40%-ით გავუზარდეთ და ეს ზრდა 2024 წლის დასაწყისშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, "სამხედროებისთვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება".

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ბაზაზე:

„ყაზარმები თანამედროვე და ხარისხიანი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო სასადილოები, განახლდა სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორიები, ბაზებზე დაეგო გზები“.

ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის თავდაცვის უწყებას აბსოლუტურად განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics