10:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 23:25:39, 4045 ნახვა

კომენტარი
ბილ ბროუდერი - მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი - „მაგნიტსკის აქტის“ ავტორი სააკაშვილის ბიძას და ადვოკატს შეხვდა

"მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი", - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა ბილ ბროუდერმა მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან თემურ ალასანიასთან და სააკაშვილი ადვოკატთან, მასიმო დი ანჯელოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე  მაგნიტსკის სიის დასრულება განიხილეს.

"ახლახან დავასრულე შეხვედრა თემურ ალასანიასთან (მიხეილ სააკაშვილის ბიძა) და მასიმო დი ანჯელოსთან (სააკაშვილის ადვოკატი), რათა განგვეხილა მაგნიტსკის სიის დასრულება მიხეილის ციხეში მწამებლებისთვის. მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი" - წერს ბროუდერი. 

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics