23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-12 22:27:27, 1597 ნახვა

სხვადასხვა
ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ აშშ ყველა სცენარის განვითარებისთვის მზადაა, რაც რუსეთს ძვირი დაუჯდება

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრესრელიზი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც, დღეს სატელეფონო საუბრისას გაიმართა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, სწრაფ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

„ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს მასობრივ ჰუმანიტარულ შედეგებს და შეასუსტებს რუსეთის ავტორიტეტს“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრესრელიზში.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენმა პუტინს უთხრა, იმის შესახებ, როგორაა შეერთებული შტატები მზად გააგრძელოს კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა, მაგრამ თანაბრად მზადაა სხვა სცენარისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სატელეფონო საუბარი გამართეს, საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი დაიწყო დილის 11:04 საათზე ET (მოსკოვის დროით 19:04) და დასრულდა 12:06 ET (მოსკოვის დროით 20:04).

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics