14:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 16:12:43, 689 ნახვა

კომენტარი
ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს - რა გააკეთეთ მთავრობის ხარჯების შესამცირებლად? სად „მოუჭირეთ ქამრებს“?

ერთხელ არ ახსენეთ, რომ ამ ერთლიანი პანდემიის დროს, რა გააკეთეთ, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის ფორმატის“ ფარლგბეში პარლამენტში უსმენენ.

ალეკო ელისაშვილმა მიმართა ფინანსთა მინისტრს, დაესახელებინა კონკრეტული ციფრები, თუ რას მოაკლდა ხარჯები და როგორ „მოუჭირეს ქამრები“ პანდემიის პირობებში მთავრობის წევრებმა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, ერთხელ არ ახსენეთ, რომ ამ ერთწლიანი პანდემიის და გაღატაკების დროს, რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ. ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა“, აქამდე ამბობდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრების შემოჭერაო“, წესით, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უნდა შემოუჭიროს მთავრობას „ქამარი“. გვითხარით ციფრები, თანხა, ას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს „ქამარი“ და როგორ გააანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics