00:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 15:39:26, 1488 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სარდლობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადამ სტერლინგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ენდრიუ შოფერი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოში ინტეგრაციას, ასევე ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის გაღრმავებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics