2021-06-06 23:21:02, 4006 ნახვა
Lifestyle
პრინც ჰარის და მეგან მარკლს ქალიშვილი შეეძინათ
სასექსებს მეორე ბავშვი, ქალიშვილი სახელად ლილიბეთი შეეძინათ. მშობლებმა ახალშობილს ელისაბედ მეორეს ბებიის პირველი სახელი "ლილიბეთი" დაარქვეს, ეს სახელი აგრეთვე ლედი დიანას ბებიას ერქვა.
გამოცემა Archewell წერს:
" დიდი ბედნიერებით გვინდა გამცნობოთ, რომ პრინც ჰარის და მეგან მარკლს ქალიშვილი, ლილიბეთ "ლილი" დიანა მაუნბეტენ-უინძორი შეეძინათ. ლილი პარასკევს , 4 ივნისს 11:40 საათზე სანტა-ბარბარას (კალიფორნია) ჰოსპიტალში დაიბადა.
დედაც და ბავშვიც თავს მშვენივრად გრძნობენ-ისინი უკვე სახლში იმყოფებიან".
ჰარის და მეგანის ქალიშვილი დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე რიგში მერვეა და ის პირველი სამეფო კარის პოტენციური მემკვიდრეა, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ დაიბადა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან