12:48 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 10:40:39, 3650 ნახვა

სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 65-მა კადეტმა დაამთავრა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ, ლიცეუმის თანამშრომლები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ.

კადეტების გამოსაშვებ ღონისძიებას თავდაცვის ძალების, დასავლეთ სარდლობისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სამხედრო ლიცეუმი წელს 65-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 41 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 5 გოგონაა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics