03:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 11:24:18, 7312 ნახვა

ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 90 ლაბორატორიული ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 90 ლაბორატორიული კვლევიდან ყველას პასუხი უარყოფითია.

მისი თქმით, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი მკურნალობს.

„დღეს დილის ინფორმაციით, 90 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში დაიდო და ყველასთან მიმართებაში უარყოფითი პასუხი გვაქვს, შესაბამისად ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. „მედალფაში“ მკურნალობს ისევ 35 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 13 განკურნებული პაციენტი ჯამურად. 34 პაციენტი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზრდა 520-მდე, ინტენსიურად ხდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. გუშინ 50 კვლევის  ნიმუში იქნა აღებული ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან და მათი პასუხები დღეს გვეცოდინება. ასევე, ქობულეთის კლასტერის პირველ პაციენტთან კონტაქტირებული პირებისთვის თვითიზოლაციის პერიოდი უკვე სრულდება, ამიტომ ამ პირებს განმეორებით ჩაუტარდება დიაგნოსტიკა და თუ პასუხები ისევ ნეგატიური იქნება, მათი თვითიზოლაციის პერიოდი იქნება დასრულებული“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics