23:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 15:40:57, 6320 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

უწყების ცნობით, ცვლილებების თანახმად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა.

გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ.

თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics