2015-07-17 17:40:32, 691 ნახვა
სხვადასხვა
ოლიმპიური ცეცხლის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება
ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე დღეს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე კონცერტით დასრულდება.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საზეიმო მსვლელობასთან დაკავშირებით 18:00-24:00-მდე თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 20:00-21:30-მდე გადაიკეტება ასევე ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან