13:48 - 13 Apr, 2026
|
2017-09-04 02:29:01, 1224 ნახვა
სამხედრო
„Agile Spirit 2017“-ის გახსნასთან დაკავშირებით, ორფოლოს პოლიგონზე სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, მაკა ზამბახიძე და ნუცა ბუზალაძე წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2017“ ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წვრთნები საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)