16:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-12 16:03:17, 1133 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები მედლით „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ

დიდგორის ბრძოლიდან 996-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსს, მაიორ მალხაზ გოლეთიანს და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის ნაღმტყორცნელთა სექციის I გათვლის მეთაურს, კაპრალ მამუკა ჭონიშვილს უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.

აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს - „დიდგორის ჯვარი" გადასცემს.

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2017“, ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics