13:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 19:11:40, 1056 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ხვალ დაკრძალავენ

ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონია ხვალ გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე). ეკლესიიდან გამოსვენება -  15:00 საათზე, დაკრძალვა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში.

შეგახსენებთ, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics