16:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 16:25:37, 843 ნახვა

სამხედრო
ზაალ კაპანაძე ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ და წალკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრო. წირვის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარადიულობის მემორიალი გვირგვინებით შეამკო და კიდევ ერთხელ გაიხსნა დაღუპული გმირები.

სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით, ზაალ კაპანაძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაინაცვლა. მან ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მედიკოსების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics