|
2017-07-17 14:17:15, 617 ნახვა
სამხედრო
მეორე ქვეითი ბრიგადის ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიურ სწავლებაში მონაწილეობა მიიღი
ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია წარმოადგენდა. უწყების ინფორმაციით, 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)