|
2017-06-27 17:23:36, 693 ნახვა
სამხედრო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო კონტინგენტმა ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ჩართულმა სამშვიდობო კონტინგენტმა ბანგის წმინდა ჩარლსის სახელობის ობოლ ბავშვთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეულიც მონაწილეობდა, რომელიც ბანგიში სამშვიდობო მისიას თებერვლიდან ასრულებს. უწყების ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელებმა ობოლ და მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, სათამაშოები, პირველადი მოხმარების და სასკოლო ნივთები გადასცეს და პატარებთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქციები ხელს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამოქალაქო მოსახლეობის დაახლოებას უწყობს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) თებერვლიდან ჩაერთო. ქართული კონტინგენტი მისიას, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ 6 თვის განმავლობაში ასრულებს. კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილებაა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)